
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ზურაბ ფეფილოვი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ მარნეულელი მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი დღეს, 9 ნოემბერს ჩატარდა.
კონკურსი კვლავაც სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით მიმდინარეობს, მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.
იხილეთ ფოტოები: