წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას თოჯინების თეატრი ესტუმრა
09-11-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლას იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პროფესიული თოჯინების თეატრი ეწვია, რომელმაც ბავშვებს სპექტაკლი - „ნამო“ უჩვენა. აღსანიშნავია, რომ თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე გახლავთ.
გამართული თოჯინების სპექტაკლით მოსწავლეებმა ძლიერ გაიხარეს და თითოეულ მონაკვეთს გაბრწყინებული თვალებით უცქერდნენ.