ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში საპრიზო ადგილი მოიპოვეს
09-11-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ თუ საგანმანათლებლო კონკურსებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთში გამართულ შეჯიბრში საპრიზო, მე-3 ადგილი დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი ბათუმის N10 საჯარო სკოლაში 4 ნოემბერს ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203