ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ X​-XII​ კლასის მოსწავლეებს და მასწავლებლებს პროფესიული ორიენტაციის პროგრამა დაუფინანსდებათ
09-11-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა.

აღნიშნული გრანტით, 2021 -2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლის X​-XII​ კლასის მოსწავლეებს და მათ დამრიგებლებს პროფესიული ორიენტაციის პროგრამა სრულად დაუფინანსდებათ. 

„პროგრესს“ პროფესიული ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა.

მიმდინარე წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახორციელებს საინვესტიციო პროექტს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის (X-XII კლასი) და მათი პედაგოგებისთვის.

პროექტის მიზანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის „პროფესიული ორიენტაციის კურსის“ განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს მათ მომზადებას უმაღლესი განათლების სექტორისთვის. პროექტი ასევე მოიცავს დამამთავრებელი კლასის დამრიგებლებისთვის ტრენინგ-მოდულის განხორციელებას ამავე თემატიკაზე.

პროექტის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სრული დაფინანსებით უზრუნველყოფს სკოლას-მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203