„საქართველო და ვაზი“ - ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტ-გაკვეთილი
09-11-2021
ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებმა შემეცნებითი პროექტი - „საქართველო და ვაზი“ წარადგინეს. პროექტის თემა ჩვენს ქვეყანაში ვაზის კულტურის წარმოშობა და მისადმი დამკვიდრებული განსაკუთრებული პატივისცემა იყო.

მოსწავლეებმა  ნამუშევრები  პრეზენტაციების ფორმით  ვაზის სხვადასხვა ჯიშებს მიუძღვნეს, ასევე ისაუბრეს მის სასარგებლო და მავნე  თვისებებზეც.

ახალციხის N5 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა პროექტ-გაკვეთილი დამრიგებლის სოფო მაისურაძის დახმარებით მოამზადეს. პრეზენტაციას კი სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძეც ესწრებოდა, რომელიც მოსწავლეების ნაშრომით კმაყოფილი დარჩა.      

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203