მასწავლებლის სახლი პედაგოგებს ახალ რესურსებს სთავაზობს
09-11-2021

ევროპის საბჭოს ციფრული მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში, მომზადდა ორი ახალი რესურსი, როგორც პედაგოგებისათვის, ისე მშობლებისათვის: „სკოლაში დაბრუნება - ახალი სასწავლო წლის პოზიტიური დასაწყისი (პედგოგებისათვის)“ და „სკოლაში დაბრუნება - ახალი სასწავლო წლის პოზიტიური დასაწყისი (მშობლებისათვის)“. ორივე ზემოაღნიშნული რესურსი ახლა უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოს ზემოაღნიშნულ პროექტთან და შემდგომშიც შემოგთავაზებთ ყველა აქტუალურ სასწავლო რესურსს.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203