ახალციხის N5 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 181-ე წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს
09-11-2021
ახალციხის N5 საჯარო სკოლაში უკვდავი „დედა ენის“ ავტორის იაკობ გოგებაშვილის დაბადების 181-ე წლისთავს გამორჩეული ღონისძიება მიუძღვნეს.
ამ დღის აღსანიშნავად მოსწავლეებმა მწერლის მოთხრობები გააცოცხლეს, რომლებიც დიორამების სახით ჰქონდათ წარმოდგენილი, მათვე შექმნეს წიგნი „აი ია“.
„ჩვენი საყვარელი „დედა ენა“ ხომ „აი ია“- თი იწყება. ეს არის ძია იაკობის ნიჭის გამობრწყინება. კურთხეულ იყოს ენა ჩვენი, მამული ჩვენი და ერი ჩვენი აწ და მარადის!“ - აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი მედეა მერაბიშვილი.
აღნიშნული აქტივობის მიზანი მოსწავლეებისთვის დიდი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება იყო, რაც კლასის ხელმძღვანელის მედეა მერაბიშვილის დახმარებით მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა შესანიშნავად მოახერხეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს