თამარისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონდომებით ჩაერთნენ
09-11-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 

მოსწავლეები დისტანციურ კონკურსში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულელი მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი დღეს, 9 ნოემბერს ჩატარდა.

კონკურსი კვლავაც სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით მიმდინარეობს, მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203