ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა.
მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათით გალამაზებული კუთხე წარმოადგინეს და სხვადასხვა საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
საზეიმო ღონისძიება მოსწავლეებმა პედაგოგების ხელშეწყობით გამართეს.
„8 ნოემბერს შუქრუთის N 1 საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“. მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებლებმა საშემოდგომო ნობათით ლამაზად მორთეს სკოლის დერეფანი. წაიკითხეს ლექსები და უმღერეს შემოდგომას ლამაზი სიმღერები“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.