„სასკოლო ცხოვრებას ერთი საინტერესო და ლამაზი დღე შეემატა“- ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ბოტანიკურ ბაღს სტუმრობდნენ
09-11-2021
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები პროექტის ფარგლებში ბოტანიკურ ბაღს სტუმრობდნენ.
მოსწავლეები ბაღის ისტორიას ადგილზე გაეცნენ. ასევე, დაათვალიერეს უნიკალური და ეგზოტიკური მცენარეები.
აღნიშნულ აქტივობაში პირველკლასელები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
მათი კლასის დამრიგებელი რიტა ნაჭყებიაა.
„I1 კლასი პროექტის ფარგლებში (დამრიგებელი რიტა ნაჭყებია) სტუმრობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღს. მოსწავლეები გაეცნენ ბოტანიკური ბაღის ისტორიას, იქ წარმოდგენილ უნიკალურ, მრავალფეროვან და ეგზოტიკურ მცენარეებს. შეაგროვეს ფერადი ფოთლები და კლასში ხელოვნების გაკვეთილზე აპლიკაციის მეთოდით შექმნეს საინტერესო ნამუშევრები. ასევე მოილოცეს ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. ჩვენი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებას ერთი საინტერესო და ლამაზი დღე შეემატა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს