„ეს თქვენი საქმისადმი ერთგულებისა და დაუღალავი შრომის დადასტურებაა“- ჯვარის N3 სკოლის კურსდამთავრებულებს მედლები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ
09-11-2021
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროს მედლები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

„ჩვენს ოქროსმედალოსნებს -  ინგა გოგილავასა და ლევან ჯაჭვლიანს კიდევ ერთხელ ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას! ეს თქვენი საქმისადმი ერთგულებისა და დაუღალავი შრომის დადასტურებაა. გისურვებთ ყოველთვის იყოთ წარმატებული ლიდერები“,- წერს სკოლა. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203