ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლები გადაეცათ
09-11-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის 2018-19 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს გიგი კვარაცხელიასა და ნინო მოლაშხიას კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
გიგი კვარაცხელიამ ვერცხლის, ხოლო ნინო მოლაშხიამ ოქროს მედალი დაიმსახურა.
სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.
„გილოცავთ! მუდამ წარმატებულ გზაზე იარეთ!“,- წერს სკოლა.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს