პირველი მაისის საჯარო სკოლის თანამშრომელთა 78% აცრილია - სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს
09-11-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

როგორც სკოლის დირექტორმა, თინა ცეცხლაძემ Etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნა, სკოლა პანდემიიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებს უმკლავდება და სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. 

სკოლის 2 მასწავლებელს დაუდასტურდა ვირუსი, თუმცა ისინი ახლა უკვე გამოჯანმრთელებულნი არიან და ეს ფაქტი სკოლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის მიზეზი არ გამხდარა. 

დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ სკოლის თანამშრომლების 78% ვაქცინირებულია და სკოლაში ყველა რეკომენდაციას იცავენ.

„პანდემიიდან გამომდინარე, სხვა სკოლებში შეიძლება საგანგაშო ვითარებაა, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია. 4 ოქტომბრიდან, რაც სწავლა დასწრებით ფორმატში დაიწყო, არც ერთი კლასი დისტანციურ სწავლებაზე არ გადასულა. ყველანაირი რეგულაციები დაცულია. მხოლოდ 2 მასწავლებელს დაუდასტურდა კორონავირუსი და ისიც ადგილობრივი კლასტერი არ არის, ეს პედაგოგები ქალაქიდან დადიოდნენ. ამჟამად, ისინი უკვე გამოჯანმრთელებულნი არიან. სხვა მხრივ, ყველაფერი წესრიგშია. ერთ მშობელს ჰქონდა ვირუსი და ამის გამო ორი ბავშვი, იზოლაციის განმავლობაში, დისტანციურად სწავლობდა. ჰიგიენური ნორმები დაცულია. გვაქვს პირბადეები, ხელსაბანი საშუალებები, ყველანაირი ხსნარი. ამ მიმართულებით, დამლაგებლებიც ბევრს მუშაობენ. გვაქვს სამედიცინო და იზოლაციისთვის განკუთვნილი ოთახები. მასწავლებლები დროულად ვიტესტებით. ჯამში კი სკოლის თანამშრომლების 78% აცრილია“,- ამბობს თინა ცეცხლაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203