„გვჯერა, მშობლიურ სკოლას არაერთხელ ასახელებენ“ - ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის 14 კურსდამთავრებულს ოქროს მედალი გადაეცა
09-11-2021
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის წარჩინებულ თოთხმეტ კურსდამთავრებულს ოქროს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.

სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს ულოცავს კუთვნილი ჯილდოს მიღებას და მისალოც წერილს ავრცელებს:

„ჩვენი სკოლის 14 წარჩინებულ კურსდამთავრებულს საპატიო ჯილდო - ოქროს მედლები და სერტიფიკატები გადავეცით. გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატებული მოქალაქეები იქნებიან და არაერთხელ ასახელებენ მშობლიურ სკოლას: აკაკი ზღულაძე, გურამ მჟავანაძე, ანა მორჩილაძე, მიხეილ ჩიტაიშვილი,ქეთი ქობულაძე, ქეთი ბაჯელიძე,თამაზ ნადირიძე, გიორგი მეგრელიძე, მარიამ კილაძე, მარიამ ჩხატარაშვილი, მარიამ დავიდოვი, მარიამ ბურჭულაძე,ვალერიან სოსელია,მარიან აბაშმაძე - გილოცავთ“, - წერია მისალოც წერილში.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203