ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის X​-XII​ კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტი პროფესიული ორიენტაციის პროგრამას დაუფინანსებს
09-11-2021

მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა.

აღნიშნული გრანტით, 2021 -2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლის X​-XII​ კლასის მოსწავლეებს და მათ დამრიგებლებს პროფესიული ორიენტაციის პროგრამა სრულად დაუფინანსდებათ. 

„მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლა მიწვეულია „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საინვესტიციო პროექტში - პროფესიული ორიენტაციის პროგრამა. პროგრამა მოიცავს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ( X-XII კლ.) და მათი დამრიგებლების გადამზადებას პროფორიენტაციის საკითხებში. პროექტი მოიცავს როგორც ფიზიკურ (რეგიონალურ), ასევე, ონლაინ ტრენინგებს. 

გილოცავთ და წარმატებები მოსწავლეებს და მასწავლებლებს!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203