თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე საინტერესო კომპლექსური დავალება წარადგინეს
09-11-2021
თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსულ დავალებებს აქტიურად და დიდი ინტერესით ასრულებენ.
ამჯერად, სამოქალაქო განათლებაში სკოლის მე-9ბ კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს და წარადგინეს.
როგორც სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, სამოქალაქო განათლება მოსწავლეებისთვის ყველაზე საყვარელ და პოპულარულ საგნად იქცა.
მათი პედაგოგი ნინო ბაკურაძეა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ეს დავალება დიდი მონდომებითა და ინტერესით შეასრულეს.
„კომპლექსური დავალების წარდგენა მე-9ბ კლასში (პედაგოგი ნინო ბაკურაძე) სამოქალაქო განათლება ყველაზე საყვარელი და პოპულარული საგანი გახდა. ეს ის შემთხვევაა, როცა პოლიტიკური ლიდერები ნამდვილ, დახვეწილ, ქვეყნის და ერთმანეთის პატივისმცემელ ოპონენტებად გვევლინებიან და მხოლოდ წარდგენილი პროგრამებით პაექრობენ. მისაბაძები ხართ ბავშვებო“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს