წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა
09-11-2021
ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი გიორგი ფიფია და წალენჯიხის, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი ილია სარია სკოლის დირექტორს, ნონა მებონიას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდული ცენტრის საგანმანათლებლო სტრატეგიული განვითარების გეგმა გააცნეს და საორგანიზაციო საკითხებზე ვრცლად ისაუბრეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203