ყარაჯალის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა თემაზე - საქართველოს კონსტიტუცია, საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს
09-11-2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა - ემილია სირონ ოღლმა და მარიკა ასანოვამ, პედაგოგ ნათია ჯიჯელავას ხელმძღვანელობით პრეზენტაცია გამართეს. 

პრეზენტაციის თემა იყო - საქართველოს კონსტიტუცია. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პრეზენტაცია მიზნად ისახავდა სასკოლო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას. თუ როგორი დოკუმენტია კონსტიტუცია? რას განსაზღვრავს და რატომ უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

პრეზენტატორებმა ყურადღება გაამახვილეს თანასწორობასა და განათლების უფლებაზე. გაიმართა დისკუსია სკოლის მოსწავლეებთან ერთად.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203