წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი კალანდია ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია
09-11-2021
წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.
სკოლის მოსწავლემ, ლიზი კალანდიამ ლიტერატურულ კონკურსში წარმატებული მონაწილეობა მიიღო და „PEN მარათონის“ მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის - „სარკმელი“ რეგიონალური ლიტერატურული კონკურსი „PEN მარათონის“ დაჯილდოება გაიმართა. კონკურსში მონაწილეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები ორმოცამდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. კონკურსი სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინდა, მათ შორის ერთ-ერთი გამარჯვებული წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსანტებმა მწერლის, პუბლიცისტის, ჟურნალისტის და მარათონელის გამძლეობა გარკვეულ დროში საკუთარი აქტიურობით გამოავლინეს.