თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ელექტრონულ დაფაზე ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს
თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ელექტრონულ დაფაზე ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. მოსწავლეებმა გამოფენა პადლეტზე მასწავლებელ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით მოაწყვეს.
აღნიშნულ პლატფორმაზე მოსწავლეები ჯგუფურად სხვადასხვა თემატიკაზე მუშაობენ და შესაბამისად, მათთვის სასწავლო პროცესი მეტად სახალისო და საინტერესო ხდება.
მოსწავლეები ამ აქტივობაში ძალიან დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
„სკოლის მესამეკლასელებმა, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, პადლეტის ელექტრონული დაფის გამოყენებით, ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. დისტანციური თუ შერეული სწავლების პირობებში ჯგუფური მუშაობის ელემენტების შემოტანა მეტად საინტერესოს და სახალისოს ხდის სწავლების პროცესს. პადლეტის პლატფორმა არის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე, სადაც მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად, სწავლობენ თანამშრომლობას, პასუხებენ შეკითხვებს, იყენებენ ფოტო-ვიდეო რესურსებს და სტატიებს. ასევე, აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს. პადლეტის ელექტრონული დაფის მთავარ ღირებულებას კი წარმოადგენს ის, რომ პედაგოგი, როგორც ჯგუფური სამუშაოს ფასილიტატორი, პროცესს აკვირდება და თვალნათლივ ხედავს, რას აკეთებენ მოსწავლეები, როგორ მუშაობენ, ხომ არ სცდებიან საკითხს და ა.შ.
პადლეტის ელექტრონულ დაფაზე მოსწავლეებმა უკვე მოაწყეს აფიშების, დიორამებისა და ვებ პორტალის kargiskola.ge-ის რესურსის - „მოდი, დავწეროთ!“, მიხედვით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა. პერსონაჟის, თვისებისა და პრობლების მიხედვით, მოსწავლეებმა აირჩიეს და დაწერეს წერილები, მოთხრობები და სტატიები“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ნამუშევრები ბმულზე:
ბმული N1ბმული N2ბმული N3
მესამეკლასელებმა ასევე შეასრულეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ძალიან საინტერესო და ინფორმაციული კომპლექსური დავალება, რომლის თემაც ჭკვიანი ძაღლები იყო.
იხილეთ დავალება ბმულზე.