კერძო სკოლა „ანაბასისში“ წიგნის ილუსტრირებული ალბომების ჩვენება-განხილვა მოეწყო
09-11-2021
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ II კლასში ბუნების პედაგოგისა და ბიბლიოთეკარის ინიციატივით, წიგნის ილუსტრირებული ალბომების ჩვენება-განხილვა მოეწყო. 

ალბომები წიგნს - „დედამიწის გარშემო“, ერთვის. ისინი თბილისსა და იმერეთს ეხება. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, მათი კლასის ხელმძღვანელი პედაგოგი სალომე კაკაურიძეა. 

„II კლასში ბუნების პედაგოგის რუსუდან გურგენაშვილისა და სკოლის ბიბლიოთეკარის თამარ გვალიას ინიციატივით, მოეწყო წიგნის - „დედამიწის გარშემო“, ილუსტრირებული ალბომების - „თბილისი“ და „იმერეთი“, ჩვენება-განხილვა.
მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ აქტივობაში. კლასის ხელმძღვანელი სალომე კაკაურიძეა“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203