აჭყვისთავის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ცისია კურტანიძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
09-11-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ცისია კურტანიძემ სტატუსი აიმაღლა. 

მან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. 

სკოლა ულოცავს პედაგოგს ამ დიდ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს. 

„წარმატებით გავლილი მასწავლებლის მაძიებლობის სრული კურსი და უფროსი მასწავლებლის სტატუსი - ეს ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ცისია კურტანიძეა.
ვულოცავთ ბავშვების საყვარელ, ენერგიულ, მოტივირებულ და ხალისიან ცისია მასწავლებელს პროფესიულ წინსვლას და კიდევ ბევრ წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203