
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს - ნონა ქიმერიძეს ოქროს მედალი გადაეცა.
სკოლის დირექცია კიდევ ერთხელ ულოცავს კურსდამთავრებულს წარმატებას და წინსვლას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: