
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი ჩატარდა.
ინგლისური ენის პედაგოგმა თამუნა შანავამ მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა.
პედაგოგმა და მოსწავლეებმა გაკვეთილზე ინგლისური ენის ქოუჩს უმასპინძლეს.
„კიდევ ერთი შესანიშნავი ღია გაკვეთილი ჩატარდა ჭალადიდის სკოლაში, ამჯერად, ინგლისურის პედაგოგმა, თამუნა შანავამ და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა უმასპინძლეს ინგლისური ენის ქოუჩს, ჩვენმა პატარებმა წარმოგვიდგინეს ნამუშევრები ულამაზესი ზღაპრის -„ფიფქიას“ შესახებ და ბევრი დადებითი შეფასებები მიიღეს, კითხულობდნენ, თარგმნიდნენ, ზღაპრის გმირებს ახასიათებდნენ ინგლისურ ენაზე. ეს ყოველივე კი შენი დამსახურებაა თამუნა მასწავლებელო, მადლობა და გისურვებთ ბევრ წარმატებებს სამომავლოდ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: