
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში შემოდგომას საინტერესო პროექტი მიეძღვნა.
V კლასის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში პრეზენტაციები გამართეს და მინი ლექციები ჩაატარეს.
პროექტის ხელმძღვანელი ნანა გელენავა გახლავთ.
„შემოდგომის ბიოსივრცე, ბიომრავალფეროვნება და მცენარეთა ბიოლოგია - V კლასის მოსწავლეების მიერ შემოქმედებითად ასახული დღის პრეზენტაციები და მინი ლექციები“,- ასე აღწერს სკოლის წარმომადგენელი პროექტის მიმდინარეობას.
იხილეთ ფოტოები: