ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში თემაზე - „მადლიერება“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
09-11-2021

ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში პედაგოგმა, ნანა ბიბილაშვილმა თემაზე - „მადლიერება“ გაკვეთილი ჩაატარა. 

პედაგოგმა მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და ისაუბრეს თუ რა არის მადლიერება. მას ასევე ერთმანეთს გაუზიარეს თუ რას ემადლიერებიან. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში პროაქტიული წრე ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებში ერთვებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203