თბილისის N173 საჯარო სკოლის ორ კლასს izrune.ge-ს ოქტომბრის გამორჩეული „სუპერ კლასის“ ტიტული მიენიჭა
09-11-2021
ვახტანგ გზირიშვილის სახელობის თბილისის N173 საჯარო სკოლის ორმა კლასმა izrune.ge-ს ოქტომბრის გამორჩეული „სუპერ კლასის“ ტიტული დაიმსახურა.

ტიტულის მფლობელები არიან:

  • IIIგ კლასი, დამრიგებელი: მაია ხარატი;
  • IIბ კლასი, დამრიგებელი: ნათია კუჭაშვილი.
izrune.ge ულოცავს წარმატებას - აქტიურ, ბეჯით მოსწავლეებს, მათ მზრუნველ ოჯახებს, ყურადღებიან დამრიგებლებს და დირექტორებს!

საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 2021-2022 სასწავლო წლის თბილისის ოქტომბრის გამორჩეული „სუპერ კლასები“ გამოვლინდა.

„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203