
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“. სკოლა, სხვადასხვა საგანში, ნერგავს ეროვნულ სასწავლო გეგმას. სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ.
მე-8 კლასში ფიზიკაში კომპლექსური დავალების - „კატაპულტი“ პრეზენტაცია გაიმართა. მოსწავლეებმა დაამზადეს კატაპულტის მოდელი და პრეზენტაციის სახით არგუმენტირებული დასკვნები წარმოადგინეს.
მოსწავლეთა ფიზიკის მასწავლებელი დარეჯან მახარაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: