აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის პირველკლასელებს კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ
09-11-2021
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს კუთვნილი კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
მოსწავლეებს ლეპტოპები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადაეცათ.
სკოლა, დირექტორის ნატო ესართიას ხელმძღვანელობით, პირველკლასელებს ულოცავს კომპიუტერების მიღებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს.
„სკოლის პირველკლასელებს „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამის ფარგლებში გადაეცათ პორტაბელური კომპიუტერები. პირველი კლასის მოსწავლეები პირველ ნაბიჯებს დგამენ ცოდნის სამყაროში, ვუსურვებ ყველა ბავშვს მომხიბლავი მოგზაურობით ემოგზაურს ცოდნის სამყაროში და ჰქონდეთ დიდი ინტერესი ცოდნისადმი. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს პატარებს“,- აღნიშნავს ნატო ესართია, აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექტორი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს