თბილისის N71 საჯარო სკოლის სამმა კლასმა izrune.ge-ს ოქტომბრის გამორჩეული „სუპერ კლასის“ ტიტული დაიმსახურა
თბილისის N71 საჯარო სკოლის სამმა კლასმა izrune.ge-ს ოქტომბრის გამორჩეული „სუპერ კლასის“ ტიტული დაიმსახურა.
ტიტულის მფლობელები არიან:
- IIIბ კლასი და მისი დამრიგებელი: ხათუნა ფახურიძე;
- IVა კლასი და დამრიგებელი: ლედი ელიაშვილი;
- IIდ კლასი და მისი დამრიგებელი ეკა მაისურაძე.
აღსანიშნავია, რომ თბილისის N71 საჯარო სკოლა თბილისის „სუპერ კლასების“ რაოდენობით სექტემბერშიც მოწინავე ადგილს იკავებდა. სექტემბერში „სუპერ კლასის“ ტიტული სკოლის
ოთხმა კლასმა კლასმა დაიმსახურა.
izrune.ge ულოცავს წარმატებას - აქტიურ, ბეჯით მოსწავლეებს, მათ მზრუნველ ოჯახებს, ყურადღებიან დამრიგებლებს და დირექტორებს!საგანმანათლებლო პორტალ
izrune.ge-ზე 2021-2022 სასწავლო წლის თბილისის ოქტომბრის გამორჩეული „სუპერ კლასები“ გამოვლინდა.
„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო: