ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლე ლუკა თურმანიძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული.
მოსწავლე შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებს და უამრავი დიპლომიც აქვს მოპოვებული.
ამჯერადაც, მესამეკლასელმა მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში I ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა.
„მსურს გაგაცნოთ მომავალი „ეტალონელი“ და izrune.ge-ს პლატფორმის ერთგული მეგობარი, ხონის N3 საჯარო სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლე ლუკა თურმანიძე, რომელიც უკვე სამი წელია მოუთმენლად ელის კვირის ბოლოს, ტესტების შესავსებად, მას უამრავი „ოქროს“ და „ბრწყინვალე„ დიპლომი აქვს მიღებული.
დარწმუნებულნი ვართ მოვა დრო და ლუკა თურმანიძით იამაყებს არამარტო ოჯახი და სკოლა, არამედ საქართველო გაიცნობს მას, რაშიც მას „ეტალონი“ და მისი არაჩვეულებრივი პროექტებიც დაეხმარება!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: