ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში მეორეკლასელებმა იაკობ გოგებაშვილს ღონისძიება მიუძღვნეს
08-11-2021
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პედაგოგები მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს ქმნიან.
სკოლის მეორეკლასელებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მარად უკვდავო იაკობ“ ჩაატარეს.
ღონისძიების ფარგლებში პატარა მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილს ხოტბა შეასხეს და მისი ცხოვრების შესახებ საინტერესო ფაქტები, ლექსები წარმოსთქვეს.