საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის ეკოლოგიურმა და სამოქალაქო კლუბებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს
08-11-2021
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებულმა ახალგაზრულმა სამოქალაქო კლუბმა „ანაბასისმა“ და ეკოკლუბმა „ეკო-kids“ საქველმოქმედო აქცია გამართეს.
აქციის ფარგლებში სიღარიბის ზღვარს ქვემო მყოფ ოჯახს დაეხმარნენ. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციის მსგავსი ღონისძიებები კვლავ გაიმართება.
„17 ოქტომბერის სიღარიბის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული სამოქალაქო კლუბ „ანაბასისის“ და ეკოკლუბ „ეკო-kids-ის“ ინიციატივით დაიგეგმა საქველმოქმედო აქცია, რომელიც ითვალისწინებდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დახმარებას. კლუბის ლიდერებმა, გამგეობის წარმომადგენელი სოფელ საჯიჯაოში ბ-ნ ედიშერ ფოცხორაიასთან ერთად შეარჩია მერაბ ნარსიას ოჯახი. საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის კლუბის გამგეობის წევრებმა და კლუბის მეურვე პედაგოგმა ბელა ქვარცხავამ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახში მივიდნენ, სადაც შემოწირულობიდან მიღებული თანხით შეძენილი პროდუქტები მიიტანეს. ჩვენ, კლუბის ლიდერები, კლუბის წევრები, კლუბის გამგეობის წევრები და მეურვე პედაგოგი დიდ მადლობას ვუხდით საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლას, გამგებლის წარმომადგენელს სოფელ საჯიჯაოში ბ-ნ ედიშერ ფოცხორაიას და მის თანამშრომლებს, საჯიჯაოში ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელს დიმა ტყებუჩავას და ყველა იმ ადამიანს ვინც ცოტათი მაინც წვლილი შეიტანა ქველმოქმედებაში. ანალოგიური სახის აქციებს ჩვენ მომავალშიც განვახორციელებთ. ადამიანების დახმარება და გვერდით დგომა ჩვენი ვალდებულებაა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს