ზაკის საჯარო სკოლაში დასწრებით ფორმატში სწავლა შეუფერხებლად მიმდინარეობს
08-11-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლაში დასწრებით ფორმატში სწავლა შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

როგორც სკოლის დირექტორი ვარდუჰი მკრტჩიანი Etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც სწავლა დასწრებით ფორმატში განახლდა, მათთან კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სკოლაში იცავენ ყველა შესაბამის რეგულაციასა და რეკომენდაციას. შესაბამისად, სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

ვარდუჰი მკრტჩიანმა ელექტრონული ჟურნალის შესახებაც ისაუბრა. როგორც ამბობს, თავად სისტემაში კარგად ერკვევა და პირადად მას არანაირი პრობლემა არ შექმნია. თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს მასწავლებლებისთვის სიახლეა და პატარ-პატარა ხარვეზები იჩენს თავს. პრობლემაა ისიც, რომ ყველა პედაგოგს სახლში კომპიუტერი არ აქვს. დირექტორის თქმით, მიუხედავად დაბრკოლებებისა, პედაგოგები ელექტრონულ ჟურნალს ეჩვევიან და მასში მუშაობას სწავლობენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203