„საქართველოს კუთხეები“ - წევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
08-11-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ქეთევან ცერცვაძემ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით შემეცნებით-პატრიოტული პროექტი - „საქართველოს კუთხეები“ განახორციელა.
პატარა მოსწავლეებმა თითოეულ კუთხეზე ლექსები წაიკითხე და საქართველოს რუკა ააწყვეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ღონისძიებაზე კუთხური სამოსით იყვნენ წარმოდგენილნი.
ბავშვები პროექტში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ და დასამახსოვრებელი ვიდეორგოლიც გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს