ბათუმის N8 საჯარო სკოლის მესამეკლასელები თეატრის ჯადოსნურ სამყაროს გაეცნენ
08-11-2021
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. მესამე კლასის აღსაზრდელებისთვის ამჯერად შემეცნებითი და სახალისო აქტივობა განხორციელდა.

მესამეკლასის მოსწავლეებს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში უმასპინძლეს.

„პროგრამამ „მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში" კვლავ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლას, მაგრამ ახლა უკვე მესამეკლასის აღსაზრდელებს უმასპინძლა. პატარებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ თეატრის, სპექტაკლის და თოჯინის სახეობებსა და წარმოშობის ისტორიას. მოინახულეს თეატრის სახელოსნო, სადაც შეხვდნენ მხატვარ-შემსრულებელ მერი დარცმელიძეს. ამასთან ერთად ისაუბრეს ესკიზის მნიშვნელობასა და სპექტაკლისთვის დეკორაციისა და თოჯინის შექმნის პროცესებზე. დაათვალიერეს გამოფენილი სასცენო კოსტუმები და ისტორიული თოჯინები; მოინახულეს დიდი და ღია სცენა, სადაც ერთ-ერთ თანატოლს მოუწყვეს ფლეშმობი და მიულოცეს დაბადების დღე. აღსაზრდელებმა ფერად დეკორაციებში იმოგზაურეს თეატრის საბავშვო მატარებლით. პატარებთან შეხვედრა ინტერაქციულად მარკეტინგის მენეჯერმა, დალი თედორაძემ წარმართა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203