ძევრის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ლექცია ჩაატარეს
08-11-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება ხორციელდება და მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობენ.

სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ლექცია ჩაატარეს და ფსიქიატრიაში - „დისერტაცია დაიცვეს“. მოსწავლეებმა აქტივობის ფარგლებში არაერთი დაავადება განიხილეს როგორებიც არის: პროსოპაგნოზია, შეხების სინესთეზია, კოტარის სინდრომიო, აფანტაზიაო, კაჰგრას სინდრომი და უცხო ხელის სინდრომი. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის საშუალებით არაერთის საინტერესო ფაქტი გააცნეს და მათგან მოწონებაც დაიმსახურეს.

მოსწავლეებისთვის მსგავსი ღონისძიებების, ლექციებისა და პრეზენტაციების საშუალებით სასწავლო პროცესი მეტად საინტერესო და ნაყოფიერი ხდება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203