ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კოვიდსაწინააღმდეგო აქტივობა განახორციელეს
08-11-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დირექციის ხელშეწყობით ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით აქტივობა განახორციელეს.
მეცხრეკლასელმა „მომავალმა ექიმებმა“ ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით თანატოლებს და უფროსებს საჭირო, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პერსონალის ფორმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტებიც დაარიგეს.