ქვედა ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ცოტნე ზაქრაძემ და ფოტინე კვაჭანტირაძემ „ეტალონის“ ოქროს სიგელები დაიმსახურეს
08-11-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში სკოლის 11 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაც „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. მათგან შემდეგ ეტაპზე ცოტნე ზაქრაძე და ფოტინე კვაჭანტირაძე გადავიდნენ და ოქროს სიგელები დაიმსახურეს. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ოზურგეთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203