თბილისის N191 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუზეუმებში ვირტუალურად იმოგზაურეს
08-11-2021
თბილისის N191 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლის მე-4დ კლასის მოსწავლეემა სხვადასხვა მუზეუმში ვირტუალურად იმოგზაურეს.
მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ ბავშვების პედაგოგი ნონა გამხიტაშვილი გახლავთ.
„ბავშვებმა ერთმანეთს გააცნეს მუზეუმის ექსპონატები. ვირტუალურად ეწვივნენ ჯანაშიას სახელობის მუზეუმს, ხელოვნების, ოკუპაციის, არქეოლოგიის, საკრავების, წიგნის, ოქროს ფონდის, ფულის, დღესასწაულების, ტრადიციის და მწერლების სახლმუზეუმებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.