ნოღოხაშის საჯარო სკოლის მოსწავლე კესო სიმონიამ ჭადრაკის შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა
08-11-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღოხაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლაში ჭადრაკის შესწავლას დიდი ყურადღება ეთმობა.
სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ ჭადრაკში გამართულ შეჯიბრში პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა; ჭადრაკის გუნდის სხვა წევრებმაც ასევე, წარმატებით იასპარეზეს.
„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, აბაშის მუნიციპალიტეტში ჩატარდა შეჯიბრება ჭადრაკში, სადაც მონაწილეობა მიიღო აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, მათ შორის ნოღოხაშის საჯარო სკოლამ; ჩვენს სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა ჭადრაკის თამაშის შესწავლას. აღნიშნულ ღონისძიებაში პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა ჩვენი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ, კესო სიმონიამ, ასევე წარმატებით იასპარეზეს გუნდის სხვა წევრებმაც. გამარჯვებული დაჯილდოვდა შესაბამისი დიპლომითა და მედლით მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ. ვულოცავთ, ნოღოხაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და სპორტის მასწავლებელს თამთა ძველაიას ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ“, - წერია მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს