„გვჯერა, გიორგის სახით საუკეთესო მომავალი ჰყავს რაიონს, საქართველოს“-დედოფლისწყაროს N2 სკოლის კურსდამთავრებულ გიორგი ბენაშვილს ოქროს მედალი გადაეცა
08-11-2021
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ გიორგი ბენაშვილს კუთვნილი ოქროს მედალი გადაეცა.

სკოლა ამაყობს გიორგის მიღწევებით და წარმატებებს უსურვებს მას. 

„დაგვიანებული ოქროს მედალი ჩვენს საამაყო გიორგის. „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი გილოცავს ღირსეულ ოქროს მედალს. გვჯერა, რომ გიორგის სახით საუკეთესო მომავალი ჰყავს რაიონს, საქართველოს“,- წერს სკოლა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203