ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლის, დავით რუსიას ნამუშევარი მოსწავლეთა და მკვლევართა კონკურსის ფინალში მოხვდა
08-11-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის ერთ-ერთი ნიჭიერი მოსწავლე დავით რუსიას ნამუშევარი - „თერმული წყლები“ 2021 წლის მოსწავლეთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩის“ ფინალში გადავიდა.

წარმატებულმა და ნიჭიერმა მოსწავლემ რადიო აჭარაზე საინტერესო ინტერვიუს მისცა და პროექტის და ნამუშევრის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

სკოლა ულოცავს დათოს ამ დიდ წარმატებას და მეტ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას აცნობს:

„დათო STEM კლუბის წევრია, რომელიც სკოლაში რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს. ინოვაციურ ტექნოლოგიებს მრავალგზის დაჯილდოებული პედაგოგი უტა კილასონია უძღვება! მადლიერებას გამოვხატავთ მისი ცოდნისა და ნიჭის მიმართ! ვულოცავთ კიდევ ერთხელ დათოს და მის მასწავლებელს ამ დიდ გამარჯვებას! ასევე გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლა ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული მოსწავლისთვის, რომელსაც აქვს სურვილი ახალგაზრდა გამომგონებელი გახდეს! შემოგვიერთდი, შენ ჩვენთან წარმატება გელოდება!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203