ოზურგეთის N5 სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
08-11-2021
ოზურგეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის ონლაინ სიგელები დაიმსახურეს. 

სკოლიდან ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 6 მოსწავლე- ზუკა ცხომელიძე, ანანო არობელიძე, მარიამ არობელიძე, ლიზი ჯაოშვილი, თიკა მჟავანაძე და ლანა მჟავანაძე, მონაწილეობდა. 

მათგან ერთი- ლიზი ჯაოშვილი, მეორე ეტაპზე გადავიდა და სპეციალური ონლაინ ოქროს სიგელი დაიმსახურა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ოზურგეთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203