ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ STEM აკადემია ფუნქციონირებს
08-11-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში STEM-ის აკადემია წარმატებით ფუნქციონირებს. მისმა გუნდმა უკვე ბევრ წარმატებას მიაღწია.
„მოდი ვისაუბროთ STEM-ზე.. რა არის STEM? STEM არ არის მხოლოდ საგანი, ის არის აზროვნებისა და მოქმედების გზა და მნიშვნელოვანი უნარების ნაკრები, რომელიც დაეხმარება მომავალ თაობებს ერთად იმუშაონ მსოფლიოს უდიდესი პრობლემების გადასაჭრელად. STEM არის აბრევიატურა სიტყვების მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ იყოთ ექსპერტი ყველა ამ სფეროში. ამის ნაცვლად, საუბარია ამ დარგების უკან არსებული არსებითი უნარების გამოყენებაზე. გუნდური მუშაობა STEM-ის აუცილებელი პრინციპია. STEM უნარ-ჩვევებმა შეიძლება გახსნას სტუდენტების პოტენციალი, მიიღონ უფრო მაღალი ხელფასი ან გახდნენ უფრო დასაქმებული. სკოლა „პროგრესში“ ფუნქციონირებს STEM აკადემია. პროგრესის STEM გუნდმა არაერთ წარმატებას მიაღწია და ასეც გაგრძელდება. მოდი, შემოუერთდი აკადემიას და გახდი ახალგაზრდა გამომგონებელი დრო არ იცდის და STEM არის მომავალი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს