ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ განათლების სფეროს ყაზახ წარმომადგენლებს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება გაუზიარეს
08-11-2021
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ ყაზახეთის განათლების უწყების წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

სკოლაში სტუმრებს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, ინფორმაცია გააცნეს იმ არაფორმალური აქტივობებისა და ინოვაციული პროექტების შესახებ, რომლებიც სკოლის მოსწავლეებისთვის მოქმედებს.

„ყაზახეთის განათლების უწყების წარმომადგენლებს ვუმასპინძლეთ! სტუმრებს გავაცანით ჩვენი სკოლის ინოვაციური პროექტები და არაფორმალური აქტივობები, რომლებსაც პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ჩვენი მოსწავლეები ახორციელებენ. 
ასევე, გავუზიარეთ მსგავსი აქტივობების დაგეგმვის მიზნები, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება და წარმატებული ქეისები“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203