ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის ხელოვნების წრემ მუშაობა განაახლა. როგორც ყოველთვის, ხელოვნების წრე მოსწავლეებს ახლაც საინტერესო აქტივობებს შესთავაზებს.
მასწავლებელი თამარ მჭედლიძე მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და დახვეწაში ეხმარება.
ხელოვნების წრის განახლების გამო სკოლაში გორის მერიას მადლობას უხდიან და მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებენ.
„ხელოვნების წრემ განაახლა მუშაობა. მადლობა გორის მერიას მხარდაჭერისთვის. მასწავლებელი: თამარ მჭედლიძე. წარმატებებს გისურვებთ! ველოდებით ახალ ნამუშევრებს ჩვენო ხელმარჯვეებო“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: