თბილისის N200 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გრძელდება
08-11-2021
თბილისის N200 საჯარო სკოლაში საწავლო პროცესი კოვიდრეგულაციების სრული დაცვით დღეს განახლდა. 

სკოლა მომარაგებულია სპეციალური აღჭურვილობებით: პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებითა და სადეზინფექციო საშუალებებით. 

სკოლაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.

„სკოლა-პანსიონში სასწავლო პროცესი გრძელდება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.
სკოლა-პანსიონი უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობებით, პირბადეებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებითა და სადეზინფექციო საშუალებებით. პერიოდულად ივსება მარაგი.
სკოლის, პანსიონის, რესურს ოთახის და სასადილოს შესასვლელებში, ასევე ყველა სართულის დერეფანში და საერთო სარგებლობის სივრცეში დამონტაჟებულია სადეზინფექციო მოწყობილობები.
მუდმივად მიმდინარეობს საკლასო ოთახების, დერეფნების, სველი წერტილების დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით.
სველი წერტილები აღჭურვილია თხევადი სასაპნე მოწყობილობებითა და თხევადი საპნით, ერთჯერადი ხელსაწმენდით, დახურული ურნებით და ტუალეტის ქაღალდით.
განთავსებულია საინფორმაციო დაფა და პლაკატები, რომლებიც ემსახურებიან ცნობიერების ამაღლებას COVID-19 -ის შესახებ და დამატებით ინფორმაციას გვაწვდიან პანდემიის პირობებში სამოქმედო გეგმის შესახებ“,- წერს სკოლა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203