მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა საქველმოქმედო აქცია გამართა
08-11-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „მაიმ“ საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა.

ღონისძიების ფარგლებში ეკოკლუბელებმა საკუთარი მოყვანილი პროდუქტი გაყიდეს, ამოავლეს ჩურჩხელები და ქველმოქმედებისთვის ყველაფერი საკუთარი ხელით გაამზადეს. აღსანიშნავია, რომ ამ კეთილ საქმეში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო და კლუბის წევრებს ხილი მიაწოდეს.

შემოსული თანხით ეკოკლუბი დაეხმარა - ლეიკემიით დაავადებული ბავშვის ოჯახს, ახალგაზრდას, რომელსაც ორივე ხელი ამპუტირებული აქვს და სოციალურად დაუცველ მარტოხელა ოჯახს.

„ჩვენი ეკოკლუბელები ყველაზე მშრომელები, მეგობრულები, მიზანდასახულები, ქველმოქმედები, საყვარლები და მხიარულები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203