წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში შავი ზღვის დაცვის დღეს კვირეული მიეძღვნა
08-11-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში შავი ზღვის დაცვის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით დატვირთული კვირეული ჩატარდა.

მოსწავლეები კვირეულში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ და არაერთი მნიშვნელოვანი, საჭირო ღონისძიება განახორციელეს.

„შავი ზღვის  დაცვის  დღესთან  დაკავშირებით წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ჩატარდა კვირეული, რომლის დროსაც მოსწავლეებმა დახატეს ნახატები და მონაწილეობა მიიღეს თემატურ საქალაქო გამოფენაში, ხოლო მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც არიან სკოლის ბუნების დამცველი ჯგუფის - „რეინჯერები" წევრები, მოსახლეობას დაურიგეს ფლაერები და მიაწოდეს ინფორმაცია შავი ზღვის სისუფთავის დაცვისა და ზოგადად შავი ზღვის აუზის  პრობლემების შესახებ. მოსწავლეები მოსახლეობას იმ ეკოლოგიურ საფრთხეებზე ესაუბრნენ, რომელიც დგას თანამედროვე ეტაპზე შავი ზღვის აუზთან დაკავშირებით და მოუწოდეს ბუნების დაცვისკენ. მე-8 კლასის მოსწავლეებმა: ნიკოლოზ ტალიაშვილმა, ლიზი დემჩენკომ, ნინო კირთაძე, ნინო ბერიამ, დიანა ონიანმა და სხვებმა დახატეს პლაკატები წყლის დაცვაზე. აქტივობებით დატვირთულმა დღეებმა საინტერესოდ ჩაიარა“, - წერია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203